67000 $ მდგომარეობა: ახალიგარიგების სახე: იყიდება ბათუმში უნიკალურ ადგილას, გასაქირავებლად და საცხოვრებლად იდეალური მდებარეობა, ზღვიდან ზუსტად 50 მეტრში მაგნოლიაში ყველაზე მოწესრიგებული, მოვლილი C ბლოკის კორპუსში, კამერებით აღჭურვილი და დაცული სადარბაზოთი, იყიდება მე-9 სართულზე 55 კვ.მ გარემონტებული 2 ოთახიანი ნათელი, თბილი და მყუდრო ბინა, ზღვის და ტბის უმშვენიერესი ხედებით, უმაღლესი ხარისხის ევრო რემონტით, სრული ავეჯით და ყველანაირი ტექნიკით. ბინაში არის დომოფონი, ბინა აყვანილია დაცვაზე - Algani. აივანი აღჭურვილია: გადახურული და გრანიტის იატაკიანი აივანი 7 კვ.მ, საძინებელი 14 კვ.მ, აბაზანა/ტუალეტი 4 კვ.მ, სტუდიო 30 კვ.მ. ახალი გამოცვლილი მეტალოპლასტმასის 5 კამერიანი პროფილის მქონე გამძლე კარ-ფანჯარა. ყველა ფანჯარას და კარს გააჩნია მწერების გასაწევი დამცავი ბადეები. ბინა აღჭურვილია: 2 ადგილიანი ლოგინი იტალიური მატრასით, გასაშლელი დივანი 2 ადგილიანი, გასაშლელი კრესლო 1 ადგილიანი, Panasonic-ის Econom კლასის 2 ცალი კონდენციონერი (Зима/Лето), რომელიც გათვლილია ბათუმის კლიმატურ პირობებზე ზაფხულის და ზამთრის სეზონზე, კარადაში ჩაშენებული საუთოებელი კომფორტული დაფა, Hisense-ის ახალი თაობის 2 ცალი ტელევიზორი. სამზარეულო აღჭურვილია: გრანიტის ქვის ზედაპირი, Gorenje-ს მოცულობითი და კომფორტული მაცივარი, Silverline-ის ფირმის ძლიერი გამწოვი, Silverline-ის ფირმის 4 კომფორკიანი გაზ ქურის ზედაპირი, Silverline-ის ჩაშენებული სრულყოფილი ელექტრო ღუმელი. აბაზანა/ტუალეტი აღჭურვილია: LG-ის 6 კგ-იანი სარეცხი მანქანა, Ariston-ის Econom კლასის 100 ლიტრიანი წყლის გამაცხელებელი ბაკი, Porto-ს ფირმის ხარისხიანი კომფორტული დუშკაბინა, ხარისხიანი Chtome-ის ფირმის სანტექნიკა და აქსესუარები. C ბლოკს გააჩნია 3 მოქმედი შემოწმებული უსაფრთხო ლიფტი. გარემონტებული სადარბაზო, გარემონტებული ყველა სართულის დერეფანი. სეზონის პერიოდში ავტომანქანისთვის შეუზღუდავი პარკინგი, როგორც კორპუსის ეზოში, ასევე სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ფასი 67 000 აშშ დოლარი